ბექა ოდიშარია გიორგი მსხილაძეს - გასაგებია, რომ ლობირებთ კონკრეტულ ძალას, თუმცა პატივსაც არ გცემენ იმდენად, რომ მობრძანებულიყვნენ და მხარი დაეჭირათ დასწრებით მაინც, იმიტომ, რომ უშინაარსო ბოიკოტში არიან

გასაგებია, რომ ლობირებთ კონკრეტულ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან აფილირებულ NGO-ებს და მათ დაკვეთას ასრულებთ ახლა, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ პატივსაც არ გცემენ იმდენად, რომ მობრძანებულიყვნენ და მხარი დაეჭირათ დასწრებით მაინც, იმიტომ, რომ უშინაარსო ბოიკოტში არიან,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენს.

მისივე შეფასებით, იმ ხალხის იმედად არ უნდა დარჩეს 26 ოქტომბრის არჩევნები, რომელიც ბოიკოტს აცხადებს, ხულიგნობს და რეგისტრაციას არ გადის კვორუმის ხელოვნური დეფიციტის შესაქმნელად.

„თქვენ მოიხსენიებთ პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრებს ეგრეთ წოდებულად - ეგრეთ წოდებული არის თქვენი დასაბუთებული შენიშვნები, პირდაპირ გეუბნებით. თქვენ, გასაგებია, რომ ლობირებთ კონკრეტულ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან აფილირებულ NGO-ებს და მათ დაკვეთას ასრულებთ ახლა, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ პატივსაც არ გცემენ იმდენად, რომ მობრძანებულიყვნენ და მხარი დაეჭირათ დასწრებით მაინც, იმიტომ, რომ უშინაარსო ბოიკოტში არიან. ამ ხალხის იმედად უნდა დარჩეს 26 ოქტომბრის არჩევნები და ხალხის ნება - სურვილი გამოხატული დემოკრატიულად, რომელიც ხან ბოიკოტს აცხადებს, ხან დებოშიორობს, ხან ხულიგნობს და მავნებლობს, რომელიც არ გადის რეგისტრაციას საკითხების განხილვის წინ იმისთვის, რომ ხელოვნურად შეიქმნას კვორუმის დეფიციტი? რა თქმა უნდა, ვერ დარჩება და შეკითხვა მაქვს, ასე რომ გულშემატკივრობთ ამ საბჭოს, ხომ არ გახსოვთ, როდის შეიქმნა ეს საბჭო? ის შეიქმნა შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ და ჩვენ მივიღეთ ჩვენი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის შემოთავაზება. ხომ არ გახსოვთ, 100 დღე „ქართული ოცნება“ ხელგაწვდილი რომ იდგა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთხელ არ ჩამოურთმევია ხელი და საერთოდ დააიგნორა შარლ მიშელიც, ევროკავშირიც და ეს შეთანხმებაც? რამდენჯერ შეიკრიბა ეს საბჭო და ვინ დააიგნორა ამ საბჭოს მუშაობა ? თქვენ მიერ ლობირებულმა NGO-ებმა ხომ არა? ძალიან გთხოვთ კონკრეტული პასუხი გამეცით“.- განაცხადა ოდიშარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება