BTU AI ჰაკათონი დასრულდა - 15 000-ლარიანი საპრიზო ფონდი სამ გამარჯვებულზე გადანაწილდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტური ჰაკათონი „ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში“ გაიმართა. ჰაკათონის საპრიზო ფონდი 15,000 ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხა გადანაწილდა სამ გამარჯვებულ გუნდზე, რომლებიც საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ.

მონაწილე გუნდებმა ორი ეტაპი გაიარეს. თავდაპირველად, ჟიურის წარუდგინეს ერთგვერდიანი დოკუმენტი თავის პროექტის შესახებ, რომლის საფუძველზეც მეორე ტურში გადასული გუნდების სია ჩამოყალიბდა. მეორე ტურში მოხვედრილმა გუნდებმა კი პროექტის დემო ვერსია წარადგინეს ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე.

გამარჯვებული პროექტები:

1 ადგილი, დAIცავი - პროექტი მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების პრობლემის მოგვარებას ბავშვებისთვის. დAIცავი-ის მეშვეობით, მშობელს შეუძლია გააკონტროლოს შვილისთვის ისეთი საფრთხის შემცველი ლინკები და ვებსაიტები, როგორებიცაა: ძალადობის ამსახველი კადრები, ფიშინგ, აზარტული და სხვა. საფრთხის შემცველი ინფორმაციები.

აღნიშნული პროგრამა ხელოვნურ ინტელექტს რამდენიმე მიზნისთვის იყენებს: სურათების კლასიფიკაცია და მათი საფრთხის შეფასება, ასევე ვებსაიტების იდენტიფიცირება მათ შინაარსზე დაყრდნობით და საფრთხის შემცველი ლინკების აღმოჩენა.

2 ადგილი, Cyberfortress - კიბერშეტევების რისკების შემცირება ორგანიზაციებისთვის. აღნიშნული გადაწყვეტა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, სპეციალიზებულია უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევების აღმოჩენასა და რეკომენდაციების მიწოდებაში.

3 ადგილი, Chessu - სკრიპტი, რომელიც ანალიზის მეშვეობით ადგენს ჭადრაკის ონლაინ თამაშების დროს იყენებს თუ არა მოწინააღმდეგე კომპიუტერულ დახმარებას თაღლითობისთვის.

ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსებს, ჩემპიონატებს და ღონისძიებებს აერთიანებს და მასში ათასობით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით იღებს მონაწილეობას.

ჰაკათონის პარტნიორები იყვნენ: პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული საერთაშორისო კომპანია Webiz, ციფრული ბანკინგის პლატფორმა Space International და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Exadel.

აღსანიშნავია, რომ ჰაკათონი MIT — Martin Trust Center-ის მხარდაჭერით გაიმართა. პარტნიორობის ფარგლებში მონაწილეებისთვის MIT-ის სპეციალური ვებინარი გაიმართა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება