კვლევის - სკოლებში ბავშვთა მიმართ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა საქართველოში: სისტემური პრობლემები და მათი დაძლევის გზები პრეზენტაცია გაიმართება

ორგანიზაცია ილიას სამართლის სახლმა (ილიასმა), ევროპის ფონდის (Europe Foundation) მხარდაჭერით, საქართველოს სკოლებში ბავშვთა ჩაგვრისგან (ბულინგისგან) დაცვის მექანიზმების ეფექტიანობის კვლევა მოამზადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ილიას სამართლის სახლი ავრცელებს.

მათი ცნობით, ორგანიზაცია „ილიასი“ სკოლებში 2019 წლიდან მუშაობს ბულინგის პრობლემაზე. 2018 წელს საქართველოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის მონიტორინგის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, „მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრუწლოვანთა ურთიერთობის ფართოდ გავრცელებული ფორმაა“. საქართველოს სკოლებში ბავშვთა შორის ძალადობის განსაკუთრებით მძიმე და სულისშემძვრელი შემთხვევები საზოგადოებისთვის არაერთხელ გამხდარა მედია საშუალებებიდან ცნობილი. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მწყობრი და ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემის საპასუხოდ დღემდე არ გადაუდგამს.

კვლევაში, რომლის პრეზენტაციაც 27 ივნისს, „რუმს ჰოტელ თბილისში“ გაიმართება, წარმოდგენილია ის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბარიერები, რომელთაც ბავშვები სკოლაში ძალადობისგან დაცვის პროცესში აწყდებიან. კვლევის მიზანი იყო, იმის გამორკვევა, სკოლაში სწავლის პერიოდში სისტემაში არსებული რა ხარვეზები უშლის ხელს ბავშვების ფიზიკური და ფსიქო-ემოციური უსაფრთხოების დაცვას.

კვლევის ფარგლებში „ილიასმა“ შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობა, ადამიანის უფლებების დაცვის უნივერსალური და რეგიონული ინსტრუმენტები, გამოჰკითხა 70 მოსწავლე, 55 მშობელი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 28 წარმომადგენელი, 17 პედაგოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 22 წარმომადგენელი.

კვლევის შედეგად შემუშავებულია 30 ძირითადი მიგნება (რომლებიც, თავის, მხრივ, ქვემიგნებებად იყოფა) და 150 რეკომენდაცია, რომლებიც მიემართება საქართველოს პარლამენტს, სამინისტროს სისტემას და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.

კვლევამ გამოავლინა, რომ ამ დრომდე არ არსებობს ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და ხედვა; არ არსებობს ბულინგის შემთხვევების სრულყოფილი სტატისტიკა; სასკოლო საზოგადოების გადამზადება არაეფექტიანი და არასისტემურია; სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტი განვითარებული არ არის; უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე, ძალადობის რისკების შეფასების მექანიზმის ამოქმედების საკითხს წლიდან წლამდე დებენ; ბულინგის შემთხვევაში ბავშვები ნაკლებად მიმართავენ შეტყობინებას ე.წ. ჩაშვების ინსტიტუტის, ასევე ინფორმაციისა და სკოლის მიმართ ნდობის ნაკლებობის გამო; სასკოლო საზოგადოებას არ აქვს ბულინგის გამოვლენისა და მართვის კომპეტენცია; გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერების გათვალისწინებით, ბავშვები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას ვერ იღებენ და სხვ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება