სერგეი ლავროვი - ევროპის „ესტონეთიზაცია“ მოხდა

ევროპის „ესტონეთიზაცია“ მოხდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დიახ ესტონეთიზაცია. ყველაზე თავგამოდებული რუსოფობების ევროკავშირის სტრუქტურების მომავალ ლიდერებად გამოვლენა მოხდა. ეს სამწუხაროა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას „ევროპის ფინეთიზაციის“ პერიოდი კარგად ახსოვს.

„ეს იმ ტიპის თავისებური ეიფორიის ერთ-ერთი გამოვლინება იყო, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა. იდეოლოგიაზე ყველგან უარი თქვეს. ჩვენ გვახსოვს, როგორ მუშაობდნენ უცხოელი სპეციალისტები ჩვენთან უმეტეს სამთავრობო დაწესებულებებში და ცენტრალურ ბანკში, როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის პრივატიზაციის შესახებ. რუსეთის მაშინდელ ხელისუფლებას სჯეროდა, რომ უცხო ქვეყნები დაგვეხმარებოდნენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს