ბადრი ჯაფარიძე - დარწმუნებული ვარ, რომ მარკ რუტეს ლიდერობით, ნატო კიდევ უფრო გააძლიერებს მისი, როგორც თავისუფლების და დემოკრატიის  დამცველის და მშვიდობის გარანტის როლს პარტნიორი ქვეყნებისთვის

დარწმუნებული ვარ, რომ მარკ რუტეს ლიდერობით, ნატო კიდევ უფრო გააძლიერებს მისი, როგორც თავისუფლების და დემოკრატიის დამცველის და მშვიდობის გარანტის როლს ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოსთვის ნატო უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„სასიხარულო ამბავია, რომ ნატოს ახალი გენერალური მდივანი გახდა ძლიერი ლიდერი მარკ რუტე, რომელიც ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო და “ლელოს” პარტნიორი პარტიის - ნიდერლანდების “თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტიის, “ VVD-ის გენერალური მდივანი 2023 წლამდე.

დარწმუნებული ვარ, რომ მარკ რუტეს ლიდერობით, ნატო კიდევ უფრო გააძლიერებს მისი, როგორც თავისუფლების და დემოკრატიის დამცველის და მშვიდობის გარანტის როლს ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის!

საქართველოსთვის ნატო არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს, არჩევნებზე "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ექნება მარკ რუტეს დიდი მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების გზაზე“,- წერს ჯაფარიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება