რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ლიბანის გვერდით დგას

თურქეთი ლიბანის გვერდით დგას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„თურქეთი ლიბანელი მოძმე ხალხისა და ლიბანის სახელმწიფოს გვერდით დგას. რეგიონის სხვა ქვეყნებს მოვუწოდებ, რომ ლიბანის გვერდით დადგნენ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, პათეტიკურია ის, რომ სახელმწიფოები, რომლებიც თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებსა და სამართლიანობაზე საუბრობენ, ნეთანიაჰუს ტყვეობაში იმყოფებიან.

„როგორც ჩანს, ღაზის განადგურებისა და გადაწვის შემდეგ ისრაელმა ახლა თვალი ლიბანს დაადგა. ვხედავთ, რომ დასავლური სახელმწიფოები ისრაელს კულისებს მიღმა მხარს უჭერენ. ომის რეგიონში გავრცელების შესახებ ნეთანიაჰუს გეგმები დიდ კატასტროფას გამოიწვევს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება