გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2024-2025 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეების რეგისტრაცია ორ ლოკაციაზე შეუძლიათ - ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში და თბილისში, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლიცეუმში ჩაბარების მსურველ მოსწავლეების რეგისტრაცია 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

„მოსწავლე ერთ-ერთ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უნდა გამოცხადდეს და საბუთების მიმღებ კომისიას ვებ-გვერდზე მითითებული საჭირო საბუთების ჩამონათვალი წარუდგინოს. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე საბუთების მიმღებ კომისიას რეგისტრაციის დროს ვერ წარუდგენს ლიცეუმის მიერ მოთხოვნილ რომელიმე დოკუმენტს, მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა დარჩენილი დოკუმენტი წარმოადგინოს არაუგვიანეს 5 ივლისისა.

რეგისტრაციის გავლის შემდგომ რეგისტრირებული მოსწავლეები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. რეგისტრაციისა და სამედიცინო შემოწმების პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, 13 და 14 ივლისს მათემატიკისა და ზოგადი უნარების გამოცდებს ჩააბარებენ.

მოსწავლეთა შერჩევისა და მიღების პროცესებზე დაკვირვებას თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები აწარმოებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება