სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - მთიანი ყარაბაღი რუსეთმა დაიპყრო, რუსეთის ნებართვის გარეშე ომი არ იქნებოდა

რუსეთმა მთიანი ყარაბაღი დაიპყრო, რუსეთის ნებართვის გარეშე ომი არ იქნებოდა. ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“როდესაც სომხეთი მთლიანად იყო რუსეთზე დამოკიდებული, ნუ თუ ომი არ გვქონდა? გვქონდა. მოდით დავაფიქსიროთ, რომ ამ არსებული ვითარების გამო ჩვენ ომში აღმოვჩნდით, ამ ცვლილებებით სტაბილურობის მოტანას ვცდილობდით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ცვლილებები სტაბილურობამდე მიგვიყვანს”, - განაცხადა გრიგორიანმა.

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თქმით, მთიანი ყარაბაღი რუსეთმა დაიპყრო.

“ეს მოხდა, როდესაც მთლიანად რუსეთზე ვიყავით დამოკიდებული. რუსეთი მოვიდა, მთიანი ყარაბაღი წაგვართვა, ის აზერბაიჯანს დაუბრუნა, შემდეგ წავიდა, აი ეს არის მთელი რეალობა. ვამტკიცებ, რომ მთიანი ყარაბაღი რუსეთმა დაიპყრო. რუსეთის ნებართვის გარეშე ომი არ იქნებოდა”, - განაცხადა გრიგორიანმა.­

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს