პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი 71 ხმით დაუჭირა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს.

საკითხი სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

„წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია, მოაწესრიგოს სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, რათა ხელი შეუწყოს სანებართვო პირობების დაზუსტებას, კერძოდ, ეფექტურ მონიტორინგს, გამჭვირვალობასა და აღრიცხვიანობას", - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, განისაზღვრა ნებართვების მფლობელთათვის ინტერნეტდომენებისა და ვებგვერდის ოდენობა და მათი ოპერირების წესი.

ამასთან, მათ დაემატათ ვალდებულება საქართველოს ტერიტორიიდან თამაშების მართვა-ორგანიზებასთან მიმართებით და ასევე, სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ნაწილში.

პროექტით, ასევე განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა და იცვლება გადასახადის განაკვეთები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორ პირთათვის და შესაბამის თამაშობებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირთათვის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება