ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდით უკრაინის ეროვნულ ნაკრებს - გულდამწყვეტი შედეგის მიუხედავად, თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდით, ჩვენი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის!

მადლობას ვუხდით უკრაინის ეროვნულ ნაკრებს - გულდამწყვეტი შედეგის მიუხედავად, თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდით, ჩვენი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის!, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკი ეხმაურება უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩს ბელგიასთან, სადაც უკრაინას ჯგუფიდან გასასვლელად ბელგიის დამარცხება სჭირდებოდა, თუმცა მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

“ძლიერი ერი ის არის, რომელიც ინარჩუნებს ერთიანობას და ერთმანეთს უჭერს მხარს ყველა დროს, მარცხების დროსაც და გამარჯვებების დროსაც.

დღეს მადლობას ვუხდით ფეხბურთში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს.

გულდამწყვეტი შედეგის მიუხედავად, თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდით.

ჩვენი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის!

უკრაინის გამარჯვება.

მანამდე კი დარტყმას ვუძლებთ, ვდგებით, რათა წინსვლა გავაგრძელოთ, რათა მომავალში უფრო ძლიერები გავხდეთ!

დიდება უკრაინას!”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს