ხვიჩა კვარაცხელია - რონალდუს მაისური გამოვართვი - რაც შეეხება ესპანეთს, იოლი მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს, ჩვენ მოსაგებად გავალთ

თამაშის წინ რონალდუ მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს კრიშტიანო რონალდუს „მაისური გამოართვა“.

„რონალდუს მაისური გამოვართვი... თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციის მიმცემია. დღეს მეც ძალიან დიდი მუხტი მომცა. სკუდეტო ძალიან დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ სულ სხვა ემოციებია, როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. ჩემი ოცნება ერთ დროს ნაკრებში თამაში იყო, დღეს კი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ”, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელიას განმარტებით, პორტუგალიასთან გამარჯვებამ აჩვენა, რომ „არავისზე და არცერთზე ნაკლები არ ვართ. ყველა იმსახურებდა ამ ბედნიერებას, ერთად ძალიან ძლიერები ვართ!“.

„ეს იყო გუნდური გამარჯვება. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე ხვალიდან მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ.

დღეს ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ! ყველამ ერთმანეთს შემოვუძახეთ და დავამტკიცეთ, ყველაფერი შეგვიძლია!

ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. დღეს ვნახეთ, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება, იოლი მეტოქე კი ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე!

დიდი ბედნიერებაა, როცა ქართველი ხალხისთვის წარმატება მოგვაქვს! ციფრი 26 ჩვენთვის განსაკუთრებული და დიდი ციფრია. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს. წარმომიდგენია, რა ხდება საქართველოში”, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს