საპატრიარქო - 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიკეტება

2 ივლისიდან - 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ გელათის სამონასტრო კომპლესში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში გადადის.

„გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლესში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან - 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი. გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას“,-აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება