21-ე საუკუნეში საქმიანობა ნებისმიერ სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრაციის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. დღეს წარმატებას აღწევენ ის ბიზნესები, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს ნერგავენ და ახალ პროდუქტებსა თუ სერვისებს ამ გზით ქმნიან. ამ ტენდენციის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც უნიკალური სწორედ ბიზნესისა და ტექნოლოგიების საინტერესო სინთეზის გამოა.
ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამაგისტრო პროგრამის შესახებ მისი ხელმძღვანელი მაია ნონიაშვილი გვესაუბრება.
როდის შეიქმნა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა და როგორ იცვლება მასზე მოთხოვნა წლიდან წლამდე?
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები BTU-ს იმ პროგრამებს მიეკუთვნება, რომლებიც უნივერსიტეტის დაარსების პირველივე დღიდან მოქმედებს აკრედიტებულ რეჟიმში. ის 2016 შეიქმნა, აკრედიტაცია 2017 წელს მიენიჭა და დარგობრივ სტანდარტებთან სრული შესაბამისობა შარშან გაიარა. პროგრამაზე მოთხოვნა სტაბილურად ზრდადია, რაც მასში ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის მიმართულების საინტერესო სინთეზითაა გამოწვეული.
მოგვიყევით თავად პროგრამის შესახებ, რას შეისწავლიან მაგისტრანტები?
პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის კვალიფიკაცია მენეჯმენტში, რაც გულისხმობს, რომ მაგისტრანტები შეისწავლიან ისეთ საგნებს, რომლებიც მათ დაეხმარება ეფექტიანად და ეფექტურად მართონ ბიზნესი ყველა იმ უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, რომლებიც აქტუალურია დღეს. გარდა ამისა, ისინი შეძლებენ ინოვაციური ბიზნეს პროექტების ინიცირებას და მართვას, ბიზნეს გარემოს შესწავლას, ანალიზსა და შეფასებას. პროგრამის ფარგლებში, მაგისტრანტები მუშაობენ კვლევით ნაშრომზე, რაც მათ აძლევს ბიზნესის სფეროსა და მისი მართვის ტექნოლოგიებში მიმდინარე პრაქტიკული და სამეცნიერო სიახლეების მოძიება- გაცნობის საშუალებას, საკუთარი და ორგანიზაციული ინტერესების შესაბამისად დამოუკიდებელი კვლევის წარმართვას და შედეგების კომუნიკაციას დაინტერესებული პირებისთვის.
პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტები შეისწავლიან საინტერესო კურსებს სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც მათ დაეხმარება ჩამოყალიბდნენ კონკურენტულ მენეჯერებად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. საგნების ჩამონათვალში შეხვდებით ისეთ კურსებს, როგორიცაა: თანამედროვე ტექნოლოგიები ბიზნესში, ბიზნესი და მდგრადი განვითარება, სტატისტიკა ბიზნესისათვის, ინოვაცია და სამეწარმეო უპირატესობა, ფინანსური აღრიცხვა, სტრატეგიული მარკეტინგი, ფინანსური მენეჯმენტი, ოპერაციათა მენეჯმენტი თანამედროვე პლატფორმების გამოყენებით, ლიდერობა და ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტი, პროექტების მენეჯმენტი, მენეჯერული ეკონომიკა, კვლევის მეთოდები. ამ კურსებში გავლილი ცოდნა კი მათ დაეხმარება, დაეუფლონ და გამოიმუშაონ სტრატეგიული მართვის უნარები. გარდა აღნიშნული დისციპლინებისა, მაგისტრანტებს ეძლევათ საშუალება სურვილისამებრ აირჩიონ მათთვის საინტერესო საგნები ბიზნესის, ტექნოლოგიების თუ სხვა მომიჯნავე მიმართულებით.
ვინ არიან ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ლექტორები?
მაგისტრანტებს აუდიტორიაში ხვდებიან პროფესორები და ლექტორები მდიდარი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილებით. BTU-ს ლექტორთა გუნდი შედგება იმ პრაქტიკოსი კვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომლებიც მაგისტრანტებს რეალურ ბიზნეს სიტუაციებზე დაფუძნებით აძლევენ აკადემიურ განათლებას და ამზადებენ მათ წარმატებული საქმიანობისთვის. ისინი უზიარებენ თანამედროვე მიდგომებს და საუკეთესო ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბიზნესის ეფექტიანი მართვისთვის.
რა ხდის ამ პროგრამას უნიკალურს?
პროგრამის უნიკალურობას პირველ რიგში განაპირობებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების საინტერესო სინთეზი. გარდა კონკრეტული საგნებისა, პროგრამის ყველა კურსში ინტეგრირებულია ამ მიმართულებით არსებული სოფტები, პლატფორმები, AI გადაწყვეტილებები, პროგრამები და ა.შ.
მის უნიკალურობას ისიც განაპირობებს, რომ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა კურსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეისწავლონ. ეს კი მათ საშუალებას მისცემს, მოემზადონ გამოცდისთვის, რომელიც სფეროში, მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიკატს მოაპოვებინებს. სტუდენტებს აღნიშნული შესაძლებლობა ეძლევათ სამაგისტრო საფეხურის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შეთავაზებული კურსების ფარგლებში:
მისი უნიკალურობა ასევე განპირობებულია იმ მრავალფეროვანი საერთაშორისო შესაძლებლობებით, რომელსაც პროგრამა მაგისტრანტებს აძლევს. უნდა აღინიშნოს, რომ საგნების 90% შეთავაზებულია ინგლისურ ენაზეც, რაც მაგისტრანტებს ეხმარება და საშუალებას აძლევს ისარგებლონ მრავალფეროვანი სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამებით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო აკადემიური წლის ევროპის სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტში გატარებით მაგისტრანტებს საშუალება აქვთ ერთდროულად ორი უნივერსიტეტის დიპლომი მოიპოვონ.
სწავლების პარალელურად, რა ბენეფიტებით სარგებლობენ პროგრამის მაგისტრები?
BTU მაგისტრანტებთან კომუნიკაციას და მათთვის ბენეფიტების შეთავაზებას იწყებს უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, სწავლის პერიოდში და სწავლის დასრულების შემდგომ:
ვის შეუძლია პროგრამაზე ჩაბარება? რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მაგისტრანტობის კანდიდატი?
პროგრამაზე ჩაბარებისთვის კანდიდატს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა, სადაც წარმატებით უნდა გადალახოს ოთხი სავალდებულო კომპონენტიდან, სამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; ამის შემდგომ, ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი. ამ ორი ეტაპის გავლის შემდეგ ტარდება გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან. ბიზნესის ადმინისტრირების და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ გასაუბრების შედეგების მიხედვით.
სად და რა პოზიციებზე შეუძლიათ დასაქმდნენ კურსდამთავრებულებს? რამდენად აქვთ მათ საზღვარგარეთ დასაქმების შესაძლებლობა?
კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ: კერძო სექტორში, სახელმწიფო სექტორში და საერთაშორისო ორგანიზაციებში - საშუალო და ზედა რგოლის მენეჯმენტში გადაწყვეტილების მიმღები მენეჯერის პოზიციაზე (მაგ. მმართველ მენეჯერად, პროექტის მენეჯერად); საკუთარ საწარმოში, წამოიწყოს ინოვაციური ბიზნესი/პროექტი, ეფექტიანად მართოს კომპანია და ა.შ.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"