ეკა სეფაშვილი - იმედს გამოვთქვამ, რომ ევროპული საბჭო კეთილგონიერებას გამოიჩენს - საქართველო იმსახურებს პროგრესის შეფასებას და არა თითიდან გამოწოვილ სანქციებს

იმედს გამოვთქვამ, რომ ევროპული საბჭო კეთილგონიერებას გამოიჩენს - საქართველო იმსახურებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესის შეფასებას და არა რაღაც თითიდან გამოწოვილ სანქციებს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ევროპული საბჭოს სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ღირებულებების დაცვისა და განმტკიცების გზაზე მაქსიმუმს აკეთებს.

„მე იმედს გამოვთქვამ, რომ ევროპული საბჭო გამოიჩენს კეთილგონიერებას და საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის, დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით შეაფასებს ისე, როგორ იმსახურებს და არა ისე როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ზოგჯერ ხდებოდა. საქართველო აკეთებს მაქსიმუმს იმ გზაზე, რასაც ჰქვია ღირებულებების დაცვა და განმტკიცება საქართველოში. მე ვფიქრობ, საქართველო იმსახურებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესის შეფასებას ამ გზაზე და არა რაღაც თითიდან გამოწოვილ სანქციებს, რომელიც პირიქით, საქართველოს მოსახლეობაში, უსამართლობის განცდას აღვივებს“, - განაცხადა სეფაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება