ბექა დავითულიანი - გუშინ ხომ გიხაროდათ მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების კარს რომ იცავდა - სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი პოზიტიური გმირები არ ვართ, მაგრამ ჩვენც გვიწევს ქვეყნის დაცვა, თორემ არაფერი გვირჩევნია რუსეთის გინებას და ევროპის ქებას

გუშინ ხომ გიხაროდათ მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების კარს რომ იცავდა, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი პოზიტიური გმირები არ ვართ, მაგრამ ჩვენც გვიწევს ჩვენი ქვეყნის დაცვა, თორემ არაფერი გვირჩევნია რუსეთის გინებას და ევროპის ქებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიციას სურს დააყენოს საკითხი ისე, თითქოს, მთელი ოპოზიცია და დასავლეთი არიან ერთად, ხოლო „ქართული ოცნება“, არაკეთილისმსურველებთან ერთად ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას.

„ვენეციის კომისიას ჰქონდა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ცალსახა ნეგატიური დამოკიდებულება. ვინაიდან ეს თემა მათთვის სენსიტიურია.

ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ხელვყოთ სექსუალური უმცირესობების უფლებები. მათი უფლებები უნდა იყოს უმაღლეს დონეზე დაცული, ისევე როგორც ყველა მოქალაქის საქართველოში. ჩვენ ორი ნორმა შემოგვაქვს: პროპაგანდის ნაწილში ტელევიზიებით მსგავსი ინტიმური შინაარსის სცენები არ გადიოდეს და კინოთეატრში იყოს ასაკობრივი ცენზი.

რაც შეეხება ევროპელი პარტნიორების განცხადებებს, ამბობენ, რომ ისინი ჩვენთან კონტაქტს კი არ წყვეტენ, ამცირებენ. ანუ 3-ჯერ რომ ვხვდებოდით, ახლა ერთხელ შევხვდებით? 3-იდან ერთხელ თუ შევხვდებით, ამ შეხვედრაზე სამივე შეხვედრის საკითხზე დაველაპარაკებით.

გუშინ ხომ გიხაროდათ მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების კარს რომ იცავდა, სამწუხაროდ ჩვენ ასეთი პოზიტიური გმირები არ ვართ, მაგრამ ჩვენც გვიწევს ჩვენი ქვეყნის დაცვა, თორემ არაფერი გვირჩევნია რუსეთის გინებას და ევროპის ქებას. არ გვაქვს დღეს ამის საშუალება, იმიტომ, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა.

წინასაარჩევნოდ ოპოზიციას სურს დააყენოს საკითხი ისე, თითქოს, მთელი ოპოზიცია და დასავლეთი არიან ერთად, ხოლო საქართველო, "ქართული ოცნება" არაკეთილისმსურველებთან ერთად ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას. არაა ასეთი კონსტრუქცია. სინამდვილეში, ყველას გვინდა დასავლეთში, უბრალოდ ვიღაცებს პასუხისმგებლობა გვაქვს. ვამბობთ, რომ გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ შემოგვაქვს სხვა უსაფრთხოების გარანტიები - ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტებს ვაფორმებთ, შუა დერეფნის გახსნაზე ვმუშაობთ. ეს ყველას არ მოსწონს, არც ჩვენს მეგობრებს მოსწონთ. სამაგიეროდ ამაში ქვეყანა უსაფრთხოების გარანტიებსაც იღებს. დღეს დასავლეთს არ შეუძლია ჩვენი უსაფრთხოების დაცვა“, - განაცხადა დავითულიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია