ირაკლი ზარქუა - ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს კიდევ ერთხელ ვუხსნით, არ ღირს ამ მებრძოლი ერის გადაკიდება - ჯობია, მოლაპარაკებების მაგიდაზე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ

ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს კიდევ ერთხელ ვუხსნით, არ ღირს ამ მებრძოლი ერის გადაკიდება - ჯობია, მოლაპარაკებების მაგიდაზე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც დასავლეთის ინტერესებშია, არ არის საქართველოს ინტერესებში.

„ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს ყველას კიდევ ერთხელ ვუხსნით, რომ არ ღირს ამ მებრძოლი ერის გადაკიდება. არ ღირს ამ მებრძოლი ვაჟკაცი ერის განაწყენება. თქვენ რა ინტერესებიც გაქვთ, ის არ არის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესში. ჩვენ ომი არ გვინდა. არც ლგბტ პროპაგანდა გვინდა. არ გვინდა პოლარიზაცია.

დღეს მაგარი დღე გვაქვს და ამიტომ აკადემიურად მოგმართავთ, ჯობია დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. ჩვენც გვაქვს უფლება დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი. ამიტომ ნუ გაგვინაწყენდებით. დიახ, ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით. ჩვენს ევროპელ კოლეგებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვთხოვ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდაზე და ვთქვათ რა არის ის, რაც ჩვენი საერთო შეხების წერტილი შეიძლება გახდეს. ომი გამორიცხეთ, არ ჩაერთვება საქართველო, მართლმადიდებლობას ვერ წაშლით, ლგბტ პროპაგანდა გამორიცხეთ, დანარჩენზე ვიმსჯელოთ. ვისაუბროთ, აბა წარმატებები," - განაცხადა ზარქუამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება