პაატა მანჯგალაძე - ფეხბურთელების თავდადებამ კიდევ უფრო ნათელ ფერებში წარმოაჩინა ევროპის და მსოფლიოს რუკაზე საქართველო - დარწმუნებული ვარ, საქართველო იზეიმებს კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას

ფეხბურთელების თავდადებამ კიდევ უფრო ნათელ ფერებში წარმოაჩინა ევროპის და მსოფლიოს რუკაზე საქართველო - დარწმუნებული ვარ, საქართველო იზეიმებს კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩვენს ბიჭებს, მართლაც სასწაული მოახდინეს. ეს არის მაგალითი იმისა, რომ რწმენას, თავდადებას და ერთიანობას შეუძლია სასწაულის მოხდენა. მათმა თავდადებამ კიდევ უფრო ნათელ ფერებში წარმოაჩინა ევროპის და მსოფლიოს რუკაზე საქართველო. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება სხვა გამარჯვებებიც. 26 კარგად გვაქვს დაცდილი და საქართველო იზეიმებს კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას და თბილისი ნამდვილად გახდება ევროპის დედაქალაქი," - განაცხადა მანჯგალაძემ.

გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრის გადადებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს "ქართული ოცნების" მხრიდან არის საარჩევნო პიარი და პროპაგანდა.

მისი თქმით, ეს კანონი ვერ მიიყვანს ადამიანს ჭეშმარიტებასთან.

„სიწმინდის დაცვა ხდება ტაძარში სიარულით აღსარების ჩაბარებით, ზიარებით. გააძლიერონ ლოცვა ყველამ, მათ შორის, ჩემს თავსაც ვამბობ. კიდევ ერთხელ ვეუბნები, დაანებონ თავი პროპაგანდას, ვითომ რომ რაღაცის დამცველები არიან და იარონ ხშირად ტაძარში," - განაცხადა მანჯგალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა