ლევან ბეჟაშვილი - ევროსაბჭოში იმართება დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე - ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! ეს სულისკვეთება იქნება იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია

დღეს, ევროსაბჭოში იმართება პოლიტიკური დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე. ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! ეს სულისკვეთება იქნება იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია. დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭო ამ რეზოლუციას ერთხმად დაამტკიცებს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით დებატებზე განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საქართველო მთავარი თემა არის როგორც ევროპის პოლიტიკურ დღის წესრიგში, ისე ყოველდღიურობაში.

„საქართველოს ნაკრებმა აჩვენა საოცარი თამაში, მოიპოვა გამარჯვება და ყველა ამაზე საუბრობს. და მეორე ის, რომ ევროსაბჭოში იმართება პოლიტიკური დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე.

ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! - აი, ეს სულისკვეთება იქნება დღეს განხილვაში და დებატებში, და იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია. მე დარწმუნებული ვარ ევროსაბჭო ამ რეზოლუციას ერთხმად დაამტკიცებს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს