ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილის პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა იმ კონდიციამდე, როდესაც ვფიქრობთ არა მოლაპარაკებების გახსნაზე, არამედ იმაზე, თუ რა სანქციები დაედებათ ჩვენი ქვეყნის მიმტაცებლებს

ივანიშვილის პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა იმ კონდიციამდე, როდესაც ვფიქრობთ არა მოლაპარაკებების გახსნაზე, არამედ ვფიქრობთ, თუ რა სანქციები დაედებათ ჩვენი ქვეყნის მიმტაცებლებს. იმისთვის, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრებზე განხილული იყოს ის, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, და არა სანქციები, ამისთვის გადამწყვეტია 26 ოქტომბრის არჩევნები და ივანიშვილის მოშორება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა, ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ სანქცირება მომდევნო ეტაპებზე მოიცავს ისეთ ზომებს, რომელიც აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

„ივანიშვილის პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა იმ კონდიციამდე, როდესაც ვფიქრობთ არა მოლაპარაკებების გახსნაზე, როგორც ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთან ერთად ერთ გეოპოლიტიკურ პაკეტში იყო მოაზრებული, არამედ ვფიქრობთ თუ რა სანქციები დაედებათ ჩვენი ქვეყნის მიმტაცებლებს.

სამწუხაროა, რომ ეს სანქცირება მომდევნო ეტაპებზე მოიცავს ისეთ ზომებს, რომელიც აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე და ჩვენს კონტაქტზე დასავლეთთან.

რა თქმა უნდა, ასეთი მაღალი დონის შეხვედრებზე რომ არ იყოს განხილული სანქცირება და უარყოფითი ზომები ჩვენი ქვეყნის მიმართ, პირიქით განხილული იყოს თუ როგორ უნდა დავწინაურდეთ, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, ამისთვის გადამწყვეტი არის 26 ოქტომბრის არჩევნები და ივანიშვილის მოშორება“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს