საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს - მადლობა ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის ნაჩუქარი სასწაულისთვის, ბედნიერი წამებისა და წუთებისთვის

„წინ საქართველოვ, წინ, კიდევ მრავალი სიხარულისა და გამარჯვებისკენ!“, - საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ასე ულოცავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში გამარჯვებას და მერვედფინალში გასვლას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.

„გილოცავთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსეულ გამარჯვებას! მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს, მწვრთნელს, გულშემატკივარს, ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში იოტისოდენა წვლილი შეიტანა! მადლობა ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის ნაჩუქარი სასწაულისთვის, ბედნიერი წამებისა და წუთებისთვის. წინ მომავალი გამარჯვებისკენ, საქართველოსთვის!“ - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენძის მილოცვაში.

აღნიშნულ მილოცვას სტუ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება