საქართველოს სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

27 ივნისს, სტრასბურგში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილეს. ისაუბრეს მედიის თავისუფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობისა და თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

„ასევე, განიხილეს უფლებადამცველთა და უფლებადაცვითი ორგანიზაციებისთვის შექმნილი სამუშაო გარემო და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში.

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი ახლადმიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსრულების პროცესში სახალხო დამცველის სამომავლო ჩართულობის შესაძლებლობით დაინტერესდა და კანონთან დაკავშირებული შეფასებები მოისმინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება