ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი მოკლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მამაკაცმა მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულდა. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა, ტარებას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება