საქართველოს უნივერსიტეტი საჯარო სკოლების ფიზიკის ლაბორატორიებს ტექნიკურ ინვენტარს გადასცემს

საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერების და ტექნოლოგიების სკოლამ STEM განათლების მხარდაჭერის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო. ინიციატივა მიზნად ისახავს, ფიზიკის გაკვეთილებზე პრაქტიკული მუშაობა მოსწავლეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და საინტერესო გახადოს. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლები ფიზიკის ლაბორატორიებს პრაქტიკული სამუშაოებისთვის საჭირო ინვენტარს საჩუქრად მიიღებენ.

პირველ ეტაპზე ინვენტარი უკვე გადაეცა ორ სკოლას: ქ. თბილისის #20 საჯარო სკოლას და გორის რაიონის, ოკუპაციის ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლას. ამ სკოლებმა მიიღეს სამუშაო მულაჟები და ტექნიკა, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული უნარების განვითარებაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ თბილისის #20 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ფიზიკის ლაბორატორიაშიც.

ეს პროექტი მხოლოდ დასაწყისია. უნივერსიტეტი გეგმავს დამატებითი ტრენინგების ჩატარებას მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, რაც ფიზიკის და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას უფრო საინტერესოსა და ხელმისაწვდომს გახდის. სკოლის მოსწავლეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა პროექტებშიც და გამოიყენონ უნივერსიტეტში არსებული ლაბორატორიები.

საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საინჟინრო პროფესიების პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობას.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება