ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს ერთმანეთის ინიციატივებს, ეს ფუნდამენტურ დონეზე მნიშვნელოვანია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობა ძალიან მრავალმხრივია და ინტენსიურად ხორციელდება.

როგორც მან თავის ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები.

„დღეს ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ როგორც აქამდე მიღწეული შედეგები, ასევე ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა. ინტენსიური თანამშრომლობისა და საუბრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის ურთიერთობა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობა ძალიან მრავალმხრივია და ინტენსიურად ხორციელდება. 2023 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, ასევე მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანში. მთავრობათაშორის მჭიდრო ურთიერთობა არის ყოველთვის“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალური ბაქო საერთაშორისო დონეზე ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ აქტიური საკითხები განიხილოს.

„ჩვენი დღის წესრიგი იყო პოლიტიკური დიალოგს წარმართვა. ასევე, საერთაშორისო პლატფორმაზე მჭიდრო ურთიერთობის დონეზე, მაგალითად, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ასევე, სხვა უწყებებში განსახორციელებელ გეგმებზე ვისაუბრე. აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს ერთმანეთის ინიციატივებს, ეს ფუნდამენტურ დონეზე მნიშვნელოვანია. საერთაშორისო იურიდიული ნორმების ფარგლებში აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ. ორმხრივი და მრავალმხრივი პლატფორმებს გარდა, ძალიან სასარგებლო სამმხრივი პლატფორმაც გვაქვს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ფორმატი“,- განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა