პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დასახელება იცვლება „საქართველოს საპენსიო ფონდით“.

ცვლილებების თანახმადვე, საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო - „მმართველობითი საბჭო“.

საკანონმდებლო პაკეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე და ზოგად პრინციპებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ცვლილებები მმართველობითი და საზედამხედველო ჩარჩოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტით განხორციელებული ცვლილებები ძირითადად ემსახურება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილებას, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო - „მმართველობითი საბჭო“, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას განახორციელებს და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.

„კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრა საბჭოს უფლებამოსილება. ცვლილებები ასევე შედის საზედამხედველო სტრუქტურაში, საინვესტიციო ლიმიტებთან დაკავშირებით და ა. შ. ცვლილება ეხება სააგენტოს სახელწოდებასაც.

საპენსიო სააგენტოს დასახელება იცვლება „საქართველოს საპენსიო ფონდით“,- აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება