Reuters - ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში მყოფ მოსახლეობას აიძულებენ დასახლება დატოვონ და სექტორის სამხრეთ ნაწილში, რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში გადავიდნენ

ახლა აღმოსავლეთში დაპირისპირება გრძელდება. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას ტანკებით შეუტიეს. გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქში მყოფ მოსახლეობას აიძულებენ დასახლება დატოვონ და სექტორის სამხრეთ ნაწილში, რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში გადავიდნენ. ადგილობრივების მტკიცებით, ქალაქ ღაზის გარეუბნებზე დრონებით თავდასხმა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პალესტინის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, თავდასხმებს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათ მიზანს ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასის“ მებრძოლების განადგურება წარმოადგენს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ ზონებში იმალებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება