ირაკლი კობახიძე - ჩვენი ფეხბურთელები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ასახელო საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყანაში, მადლობა მათ იმ სიხარულისთვის, რომელიც გვაჩუქეს

ჩვენი ნაკრების წევრების დიდი ნაწილიც სწორედ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები არიან და სწორედ, ჩვენი ფეხბურთელები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ასახელო საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეროვნულ ნაკრებს მადლობა გადაუხადა იმ სიხარულისთვის, რომელიც მათ, გუშინ, თითოეულ ქართველს აჩუქეს.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევუერთდე მილოცვას ჩვენი საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მიმართ. ჩვენი ნაკრების წევრების დიდი ნაწილიც სწორედ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები არიან და სწორედ, ჩვენი ფეხბურთელები არიან საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ასახელო საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყანაში.

მადლობა მათ იმ სიხარულისთვის, რომელიც გუშინ გვაჩუქეს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიამაყის განცდა, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება სიამაყის განცდა და მადლობა მათ ამ ბედნიერებისთვის და სიხარულისთვის, რომელიც მათ გუშინ აჩუქეს თითოეულ ქართველს", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს