მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის - „სტუდფესტი 2024“ გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის “სტუდფესტი 2024” შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ სპეციალური პრიზები გადასცა.

„სტუდფესტი 2024” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

მათივე ცნობით, წელს ფესტივალს 25 000-მდე მონაწილე და 665 გამარჯვებული სტუდენტი ჰყავს.

ფესტივალის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, ინტერმედია - საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსი, მოხალისეობრივი აქტივობები და STEM კონკურსი გაიმართა, რომელმაც საშუალება მისცა ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.

უწყების ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროექტები მოიცავდა ინტელექტუალურ შეჯიბრებას სტუდენტებს შორის, დებატებს, City Game-ს, ესეების კონკურსს თემაზე - საქართველო და ევროპა, STEM მარათონს.

სპორტული მიმართულებების ფარგლებში გაიმართა: 3X3- ზე კალათბურთი, ძიუდო, სამბო, ქართული ჭიდაობა, ნარდი, ჭადრაკი, შაში, ფრენბურთი, მინი ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი, კარტინგი, ბოულინგი, ჩოგბურთი, ბადმინტონი, პეინტბოლი, შვიდკაცა რაგბი, ჯომარდობა, ფუტსალი.

მათივე ცნობით, კულტურის მიმართულებით: ქართული ცეკვების კონკურსი, თანამედროვე სიმღერის კონკურსი - სოლო შემსრულებლები, თანამედროვე სიმღერის კონკურსი - დუეტები, მუსიკალური ბენდების კონკურსი, ქართული ლიგა, თანამედროვე ცეკვების კონკურსი, ხალხური სიმღერის კონკურსი ჩატარდა.

მოხალისეობის კომპონენტის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტის გუნდებმა განახორციელეს მოხალისეობრივი პროექტები, ხოლო ინტერმედიის კონკურსის ფარგლებში კი საუნივერსიტეტო თეატრებმა სპექტაკლები წარმოადგინეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება