კახა კალაძე - გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ მეტროში ვაგონები - გამოცხადდა ბაზრის კვლევა 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით

97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით ბაზრის კვლევა გამოცხადდა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაინტერესებული კომპანიებს წინადადებების წარდგენა 29 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მეტრო, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი ადამიანი გადაჰყავს. ჩვენ დავაანონსეთ მისი განახლება - მოწესრიგება, თუმცა 2017 წლიდან არსებული ვაგონების მოდერნიზება დავიწყეთ. ვაგონების განახლება - მოწესრიგების ყველანაირი რესურსები უკვე ამოწურულია. მომდევნო წლებიდან გარკვეული ვაგონები ამოდის ექსპლუატაციიდან და მისი მოხმარება არ შეიძლება. შესაბამისად დავაანონსეთ ახალი ვაგონების შესყიდვა. გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ მეტროში ვაგონები. ამ მიზნით, გუშინ, 27 ივნისს გამოცხადდა ბაზრის კვლევა 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით.

დაინტერესებული კომპანიებისათვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. ასევე შესაძლებელია ინფორმაციის გამოთხოვა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

შემადგენლობების ჩანაცვლების პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 7 წელს, რომლის ფარგლებშიც 2030 წლის ჩათვლით, ეტაპობრივად მოწოდებული იქნება უახლესი თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (13 ერთეული 4-ვაგონიანი და 9 ერთეული 5-ვაგონიანი). ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB). შესყიდვის ბიუჯეტი დაზუსტდება ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ. დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრულია 29 ივლისის ჩათვლით.

პირველადი შეფასებით, საორიენტაციო ბიუჯეტი არის დაახლოებით 200 მლნ ევრო.

შესყიდვის შედეგად, მატარებლები იქნება „გამჭოლი“ ვაგონებით; „ახმეტელი-ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს 5-ვაგონიანი მატარებლები, გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით.

ეს მეტროს ვაგონების განახლების პირველი ეტაპია და პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ განახლებამდე. ამჟამად, ჯამში გვყავს 192 ვაგონი“, - განაცხადა კალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო