„ბიბლუსის“ ლიტერატურული ტურნე თემით „ილიას ევროპა და საქართველო“ იწყება

„ბიბლუსი“ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურულ ტურნეს იწყებს. შეხვედრები 1-ელ ივლისს რუსთავში დაიწყება და 19 ივლისს ბათუმში დასრულდება. საერთო ჯამში თანამედროვე ქართველი მწერლები 9 ქალაქს ესტუმრებიან და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან. მწერლები შეხვედრაზე საკუთარ წიგნებს განიხილავენ, შემდეგ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხებენ, შეხვედრის ბოლოს კი ავტოგრაფებსაც დაარიგებენ.

ტურნეს განრიგი ასეთია:

  • 1 ივლისი, რუსთავი - გიორგი არაბული/გიორგი კეკელიძე;
  • 4 ივლისი, ქუთაისი - ნათია ჯაგოდნიშვილი/ირაკლი არიშვილი;
  • 10 ივლისი, გორი - ვასო გულეური/დათო ტურაშვილი/დიანა ანფიმიადი;
  • 13 ივლისი, თელავი - მიშა ღამესაშვილი/ნინია სადღომელაშვილი;
  • 14 ივლისი, გურჯაანი - ეთერ თათარაიძე/ნიკოლოზ ტოტოღაშვილი;
  • 15 ივლისი, ბაკურიანი - ტარიელ ხარხელაური;
  • 16 ივლისი, ზუგდიდი -ლევან ბერძენიშვილი/ზვიად კვარაცხელია;
  • 17 ივლისი, გურია -გიორგი კეკელიძე;
  • 18 ივლისი, ბათუმი თეონა დოლენჯაშვილი/გიორგი კეკელიძე;
  • 19 ივლისი, ბათუმი - თათული ღვინიანიძე.

მიმდინარე წლის ტურნე გამორჩეულია თავისი თემატიკითაც. ტურნე სახელწოდებით „ილიას ევროპა და საქართველო“ იმართება.

„ბიბლუსის“, როგორც საქართველოში წიგნის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელის მიზანი წიგნზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. სწორედ ამ მიზნით რამდენიმე წლის წინ დიდი ლიტერატურული ტურნეს ჩატარება გადავწყვიტეთ. ტურნემ სისტემატური ხასიათი მიიღო. გამოხმაურების მასშტაბიდან გამომდინარე კი წელს უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ღონისძიება იგეგმება. ვეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი ქალაქი მოგვეცვა. ამით გვსურს ჩვენი მკითხველი გავახაროთ და ვასიამოვნოთ,“ - აცხადებენ „ბიბლუსში“.

„ბიბლუსი“ ტრადიციულად სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მქონე მკითხველზე ზრუნავს. სწორედ ამიტომ მიმდინარე წელს სპეციალურად პატარა ასაკის მკითხველისთვის „პეპელასთან“ თანამშრომლობით რამდენიმე ქალაქში განსაკუთრებული აქტივობებიც იგეგმება. „პეპელა“ მონაწილეობას მიიღებს ქუთაისში, გორსა და ბაკურიანში დაგეგმილ შეხვედრებში.

ავტორებთან შეხვედრების პარალელურად, „ბიბლუსი“ მკითხველს ადგილზე წარმოდგენილ პროდუქციაზე 30% ფასდაკლებას შესთავაზებს.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო