ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 8 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 8 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე განხორციელდება: აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ; თორის ქუჩის N120-ის მიმდებარედ; რუსთაველის ქუჩის N107-ის მიმდებარედ; ნიკოლაძის ქუჩის N19-ის მიმდებარედ; ხორავას ქუჩის მიმდებარედ; პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ; მესხეთის ქუჩა N31-ის მიმდებარედ; სოფელი ტიმოთესუბანი.

8 მინი სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად 104 613 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დანი ქონსტრაქშენი“ აწარმოებს.

ბორჯომში, ასევე, მიმდინარებს ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში

ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტი მოეწყობა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება