რუსეთის ექვს ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ წუხელ ბრიანსკის ოლქის თავზე 12 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, 9 - სმოლენსკის თავზე, 2 - კურსკში, თითო-თითო კი - თითო ვორონეჟსა და როსტოვში, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე ბოგომაზის ცნობით, რეგიონულ ცენტრზე თავდასხმის შედეგად ადმინისტრაციული შენობის სახურავი დაზიანდა.

სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა კი განაცხადა, რომ პოჩინკოვსკის რაიონში სამხედრო ობიექტზე თავდასხმას 9 უკრაინული „კამიკაძე-დრონი“ შეეცადა. მისი თქმით, არავინ დაშავებულა და ნგრევა არ მომხდარა.

დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა, მაქსიმ ეგოროვმაც. მისი თქმით, დრონი მიჩურინის მუნიციპალურ ოკრუგში, ნავთობის საცავში დაეცა, სადაც ხანძარი გაჩნდა, გუბერნატორის თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება