„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენის ქუბრიანთკარის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენის ქუბრიანთკარის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, 3 ივლისს 10:00 დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის შეუწყდებათ ქუბრიაანთკარის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს, კერძოდ ქალაქ დუშეთსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეეზღუდებათ.

„აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 3 ივლისს 10:00 დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება ქუბრიაანთკარის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს, კერძოდ ქალაქ დუშეთსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლების: ქვემო არანისი, ქუბრიაანთკარი, ყარსიმაანთკარი, ყვავილი, ჩანადირები, ჩინთი, ჩირდილელიანთკარი, ჩუბინიანთკარი, წითელსოფელი, ჭოპორტი, აბანოსხევი, არაგვისპირი, არანისი, ახატანი, ბაგა, ბაზალეთი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, ბულაჩაური, გრიგოლაანთკარი, დაბა ჟინვალი, ვარსიმაანთკარი, თანიაანთკარი, ლაზვიაანი, ლაშარისჯვარი, მეზვრიანთკარი, მლაშე, მჭადიჯვარი, ნაგლიანთკარი, ნავაზარი, პირმისაანთკრი, საკრამული, საშაბურო, უნდილაანთკარსა და სოფელ ჟონვალს აბონენტებს შეუწყდებათ.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება