ირაკლი ზარქუა - მე მესმის, რადიკალების ოპოზიციური ტელეარხები ჩასაფრებულები ხართ, რამენაირად შეფერხდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ ვერ ეღირსებით - კუბილიუსები და მათი ძმანი ვერაფერს გააწყობენ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები

მე მესმის, რადიკალების ოპოზიციური ტელეარხები ჩასაფრებულები ხართ, რამენაირად შეფერხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ ვერ ეღირსებით - კუბილიუსები და მათი ძმანი ვერაფერს გააწყობენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლები, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტს, რომელმაც ევროპული საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

მისი თქმით, „მთელი ერი მომართული ვართ ერთიანად, რომ კიდევ უფრო განვითარდეთ და გაიმარჯვოთ“.

„მე მესმის, რადიკალების ოპოზიციური ტელეარხები ჩასაფრებულები ხართ, რამენაირად შეფერხდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება, ევროინტეგრაცია, მაგრამ ვერ ეღირსებით, ეს კარგად იცოდეთ. ვერც თქვენ და ვერც ის ხელმოცარულები, ლობისტური კომპანიების მხრიდან დაფინანსებულები. კუბილიუსები და მათი ძმანი ვერაფერს გააწყობენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ ვართ ობიექტურები. ჩვენ ზუსტად ამ პოლიტიკით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ამ პოლიტიკით, მათ შორის, მივიღეთ აღიარება მსოფლიოში.

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ იქ ჩაგვიწერენ, რომ თურმე, პოლიტპატიმრები გვყავს საქართველოში (მათი ხედვით, სააკაშვილი პოლიტპატიმარია), რომ კეზერაშვილი მედიადევნილია, რომ ჩვენ აქ ოპოზიციურ პარტიებს სუნთქვის საშუალებას არ ვაძლევთ. თქვენ ხედავთ, რომ ძალადობენ უმრავლესობაზე და ამის შემდეგ გვეტყვიან: „ევროინტეგრაცია გინდათ? - ესენი გამოუშვით“. ვერ ეღირსებიან, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა იხდის სამართლის შესაბამისად სასჯელს და ასე გავაგრძელებთ“, - განაცხადა ზარქუამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება