ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს.

„ღონისძიება „ბასტი ბუბუს“ კონცერტით გაიხსნება. მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა დახვდებათ. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.

ფესტივალი ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში, 29 და 30 ივნისს, 14:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ნაყინის ფესტივალი მეოთხედ გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება