უკრაინელებმა რუსული „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავი „იგლას“ გამოყენებით ჩამოაგდეს

დონეცკის ოლქში უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა რუსების „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს, რომელიც საბრძოლო დავალებას ასრულებდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ეროვნულ გვარდიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეროვნულ გვარდიაში აცხადებენ, რომ მტრის საჰაერო თავდასხმის საშუალების წინააღმდეგ ზუსტი გასროლა განახორციელდა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "იგლას" საშუალებით.

„აღმოვაჩინეთ მტრის „სუ-25“, რომელიც საბრძოლო დავალებას ასრულებდა. მოიერიშე თვითმფრინავი კარგად გამიზნული გასროლით ჩამოვაგდეთ“, - აცხადებენ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება