დიმიტრი პესკოვი - არა მგონია, მოელოდით, რომ ვლადიმერ პუტინს მაღვიძარა დაეყენებინა და ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატებისთვის ეყურებინა

კრემლი გაეცნობა ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის მიერ დებატების დროს გაკეთებულ განცხადებებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ მედიის ინფორმაცია ამ დებატებთან დაკავშირებით, მათ უფრო დეტალურად გავეცნობით, რა თქმა უნდა, ჩვენ გავეცნობით ყველა იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა“, - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, მსგავსი ღონისძიება არ განეკუთვნება დღის წესრიგის მთავარი საკითხების კატეგორიას.

„არა მგონია, მოელოდეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო მაღვიძარა დაეყენებინა, დილით გაეღვიძა და შეერთებულ შტატებში დებატებისთვის ეყურებინა“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება