IBSU-ში მე-3 მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-3 მულტიდისციპლინურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობდა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის 200-მდე სტუდენტი 10 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სექციები:

საერთაშორისო ურთიერთობები; ინგლისური ფილოლოგია; ბიზნესი; ეკონომიკა; ტურიზმი; სამართალი; განათლების ადმინისტრირება; ამერიკისმცოდნეობა; ციფრული მედია და კომუნიკაცია; საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა; ჟურნალისტიკა; კომპიუტერული მეცნიერება; მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები; არქიტექტურა; მედიცინა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება