პრემიერი - რაც შეეხება დამკვირვებლებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სხვა ქვეყნებიდან, ყველა დამკვირვებლისთვის კარი ღიაა - თუ იქნება ამ ქვეყნების მხრიდან ინტერესი, ამისთვის მაქსიმალურად გახსნილი ვიქნებით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ჩინეთის, ინდოეთის ან სხვა ქვეყნების მხრიდან იქნება ინტერესი, რომ 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს დააკვირდნენ, ყველა დამკვირვებლისთვის კარი ღიაა. ამის შესახებ პრემიერმა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განმარტა, საარჩევნო პროცესში მაქსიმალურად იქნება ყველა ხარვეზი დაზღვეული.

„რაც შეეხება დამკვირვებლებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სხვა ქვეყნებიდან, ჩვენთვის ყველა დამკვირვებლისთვის კარი ღიაა. თუ იქნება ამ ქვეყნების მხრიდან ინტერესი, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესს დააკვირდნენ, ამისთვის მაქსიმალურად გახსნილი ვიქნებით“,-განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, არჩევნებზე დაკვირვებისთვის ყველა შესაბამის საერთაშორისო ასამბლეაში მოწვევა გაიგზავნა.

„ეს არის ეუთო/ოდირი, რომელიც საქართველოში უნდა ჩამოვიდეს. ისინი გრძელვადიანი მისიით ჩამოვლენ. ასევე, მოწვევა გაგზავნილია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ყველა ამ ინსტიტუტიდან წარმოდგენილი იქნება სადამკვირვებლო მისია. ჩვენი მიდგომა არის, რაც მეტი დამკვირვებელი, მით უკეთესი. შესაბამისად, აბსოლუტურად გახსნილები ვართ საარჩევნო დაკვირვებისთვის. რაც შეხება დამკვირვებელთა მიუკერძოებლობას, ეს არის მინიმალური სტანდარტი. ამ კუთხით გახსოვთ, რომ როცა კითხვები გვქონდა კონკრეტულ ორგანიზაციებთან მიმართებით, ჩვენი შფოთვები გამართლდა. თავის დროზე კითხვები იყო „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, სწორედ ამ ორგანიზაციამ გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები. სადაც შეკითხვების არსებობის ობიექტური მიზეზები გვქონდა, სამწუხაროდ, ჩვენი ეჭვები ყველგან გამართლდა. იმედი გვაქვს, რომ ობიექტური დაკვირვება უზრუნველყოფილი იქნება. არჩევნების მთავარი დამკვირვებელი მაინც არის საზოგადოება. ეს არჩევნები ჩატარდება უპრეცედენტო კანონმდებლობის პირობებში. დაინერგება საარჩევნო ისტორიის მანძილზე ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ხმების დათვლის ელექტრონული წესი. აქედან გამომდინარე, საარჩევნო პროცესში მაქსიმალურად იქნება ყველა ხარვეზი დაზღვეული. დანარჩენი, ყველას შეუძლია დააკვირდეს საარჩევნო პროცესს“,-განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო