ირაკლი კობახიძე - სოფელ ხანში, სტიქიის ადგილას უკვე ჩასულია ჯგუფი, სწავლობენ ვითარებას და მაქსიმუმი გაკეთდება, რათა მოსახლეობა იყოს დაცული, ხოლო სტიქიის შედეგები ლიკვიდირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოფელ ხანში სტიქიის ადგილას უკვე ჩასულია ჯგუფი და ვითარებას სწავლობენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და სტიქიის შედეგები იყოს ლიკვიდირებული.

„სოფელ ხანში სტიქიის ადგილზე დროებითი გზა გაკეთდა, თუმცა იქაც არის რისკები. ადგილზე არის უკვე ჯგუფი ჩასული. ისინი სწავლობენ ვითარებას და ამის მიხედვით დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და სტიქიის შედეგები იყოს ლიკვიდირებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება