საქართველოში ბიტკოინის ლოიალობის პირველი პროგრამა ამოქმედდა - სიახლე მომხმარებელს Cryptal-მა iPlus-თან თანამშრომლობით შესთავაზა

საქართველოში ბიტკოინის ლოიალობის პირველი პროგრამა ამოქმედდა. სიახლე მომხმარებელს Cryptal-მა და iPlus -მა შესთავაზეს. ეს გახლავთ ინოვაციური და უნიკალური ქეშბექ სისტემა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ყოველ შენაძენზე ავტომატურად იღებს შესაბამის ოდენობის ბიტკოინს ქეშბექის სახით. მიღებული თანხა კი Cryptal-ის საფულეზე ირიცხება.

როგორც Cryptal-ში განმარტავენ, მათი და iPlus-ის მიზანია, საქართველოში ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტო ვალუტის მოხმარება გაზარდონ. მათ მიერ ინიცირებული ლოიალობის პროგრამა კი კარგი შესაძლებლობაა, რომ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, იყიდონ თუ არა ბიტკოინი, მისი მფლობელები მარტივად აღმოჩნდნენ.

„ბიტკოინის ქონა ტექნიკურ ცოდნასთან არ არის დაკავშირებული და ნებისმიერ ადამიანს ძალიან მარტივად შეუძლია თავადაც გახდეს კრიპტოს მფლობელი. ჩვენი შეთავაზების ფარგლებში, ბიტკოინს Cryptal-ის საფულეზე მიიღებენ. თუ მომხმარებელს უკვე აქვს Cryptal-ის ანგარიში, არსებულ საფულეზე დაერიცხება. ხოლო, თუ ჯერ არ აქვს, უბრალოდ უნდა გაიაროს მარტივი რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესი და კრიპტო ვალუტა მის საფულეზე აღმოჩნდება“, - განმარტავენ Cryptal-ში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლოიალობის პროგრამის ავტორები მომხმარებლებს არ ზღუდავენ და თავისუფლებას აძლევენ, რომ მიღებული ბიტკოინ ქეშბექი ლარში ან მათ პლატფორმაზე არსებულ სხვა ტოპ 30 კრიპტო ვალუტაში გადაცვალონ. ეს პროცესიც Cryptal-ის საშუალებით მარტივად მოსაგვარებელია.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინი ერთადერთი აქტივია, რომლის ღირებულებაც შექმნიდან დღემდე დაახლოებით 103000000%-ით არის გაზრდილი. მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაშიც კი 120%-იანი ზრდა აჩვენა. შესაბამისად, მიღებული საჩუქარი არ არის უბრალო ქეშბექი. ეს არის აქტივი, რომელიც გრძელ ვადაში მუდმივად იზრდება და პოტენციურად ბევრად ღირებულია, ვიდრე დღევანდელი ქეშბექის ფასია.

საკითხის აქტუალურობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, Cryptal მზად არის მათ ხელთ არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით სხვა ბიზნესებსაც მისცენ უნიკალური ლოიალური სისტემების შექმნის შესაძლებლობა. თუ კომპანიას უკვე აქვს თავისი ლოიალობის სისტემა, Cryptal მისი ადაპტაციის შესაძლებლობასაც იძლევა.

რაც შეეხება iPlus-ს, ის Apple-ის ოფიციალური პარტნიორი და ამიერკავკასიაში უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიაა 9 მილიონზე მეტი მომხმარებლით. 2019 წლიდან კომპანიამ მულტიბრენდული მიმართულება შეარჩია, რაც ნიშნავს, რომ Apple-ის პარალელურად, სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციაც შეგიძლიათ შეიძინოთ ოფიციალური გარანტიით საქართველოს მასშტაბით 3 ქალაქსა და 6 ფილიალში.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო