მამუკა მდინარაძე - პრემიერის სიტყვებზე, რომ ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, ააგეს კამპანია, ამ დეზინფორმაციას არ ექვემდებარება ხალხი და ამიტომ სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს და საქართველო აღარასდროს დაუშვებს, ქვეყანა იმართებოდეს გარედან

პრემიერის სიტყვებზე, რომ ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, ააგეს კამპანია, ამ დეზინფორმაციას არ ექვემდებარება ქართველი ხალხი და ამიტომ სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს და საქართველო აღარასდროს დაუშვებს, ქვეყანა იმართებოდეს გარედან , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენისას განაცხადა.

მდინარაძე შეეხო პრემიერის მიერ ფეხბურთელებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ „ ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება“.

მდინარაძის თქმით, პრემიერის სიტყვებზე სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია ააგეს.

„დღეს თქვენს წინაშე ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ „ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა, მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება“, შეიხედეთ სოციალურ ქსელში რა ამბავი ატეხეს. ანუ, კობახიძის აზრით 30 მილიონი ლარი ყოფილა ფეხბურთელებისათვის ესპანეთთან მოგების შანსების გამზრდელი სტიმული. პრემიერის ეს სიტყვები, რომ ჩვენ ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, ამაზე ააგეს სოციალურ ქსელში კამპანია. ასეთი სტილის მდაბიო და ყოვლად ამორალურ ფეიკებს სჭირდება გამკლავება და მთავარია ჩვენ ვიყოთ მართლები. ამ სიმართლეში პარლამენტი რა თქმა უნდა, მთავრობის, პრემიერის და მინისტრების გვერდით იქნება და ჩვენი მთავარი გამოწვევა დეზინფორმაცია ერთ-ერთი გარდა მშვიდობისა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა, გარდა ჭეშმარიტად ევროპული ქრისტიანული გზისა, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა, გარდა იმისა, რომ სასამართლო, სხვადასხვა სისტემები საქართველოში იყოს რეალურად დამოუკიდებელი იმიტომ არის, რომ დეზინფორმაცია არის ყველა მავნებლობის საწყისი. ამ დეზინფორმაციას არ ექვემდებარება ქართველი ხალხი და ამიტომ არის, რომ ჩვენ მყარად ვდგავართ ორ ფეხზე და ღირსებით, ჩვენი ნამდვილი გულწრფელი სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს და ეს იქნება იმის ხარჯზე, რომ საქართველო აღარასდროს დაუშვებს, რომ ქვეყანა იმართებოდეს გარედან. საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება