სურსათის ეროვნული სააგენტო - ქობულეთის ერთ-ერთ საშაურმეში აღებულ ნიმუშებში დაბინძურებული აერობული მიკროორგანიზმები, ობისა და საფუარის სოკოები აღმოჩნდა

ქობულეთის ერთ-ერთ საშაურმეში აღებულ ნიმუშებში დაბინძურებული აერობული მიკროორგანიზმები, ობისა და საფუარის სოკოები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო კონტროლი რვა ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ ქალაქ ქობულეთში, საშაურმეში ,,გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია. სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიიდან მიღებული გამოცდის ოქმების თანახმად, საშაურმეში გამოყენებული ნედლეული არ შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანების „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00 -00“ მოთხოვნებს, კერძოდ: ღორის ხორცის შაურმა და მისი ინგრედიენტები დაბინძურებული იყო აერობული მიკროორგანიზმებით; აღმოჩნდა ასევე კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი, ხოლო სალათის ფოთოლში გამოვლინდა ობისა და საფუარის სოკოები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორმა შეაჩერა საწარმოო პროცესი. ი/მ-ს დაევალა რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება და სამზარეულოს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, მათ შორის ლაბორატორიული კვლევა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განახორციელებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში, საშაურმეში ,,გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება გასულ კვირას განახორციელეს. სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.

მონიტორინგის ფარგლებში აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი“,- ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება