აშშ-ში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვიეს

აშშ-ში დაგეგმილ ნატო-ს შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვიეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მოადგილემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ო’ბრაიანის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აღნიშნულ ღონისძიების ჩატარებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის გეგმავს, მათ შორის აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის.

“ველი, რომ ორივე ქვეყანა მიიღებს ამაში მონაწილეობას” , - განაცხადა ო’ბრაიენმა.

მისი თქმით, ჯამში ღონისძიებაში ნატო-ს 30 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ო’ბრაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზად არის აშშ-ში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრა დააორგანიზოს.

“იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს დროში ნახავენ შეხვედრის შესაძლებლობას. თუ ეს ვაშინგტონში მოხდება, მოხარულები ვიქნებით ისინი ნებისმიერ როლში მივიღოთ, რომლის შესრულებასაც შევძლებთ. მაგრამ არის ბევრი არხი, ორივე მხარე ძალიან ეფექტიან პირდაპირ კავშირს ინარჩუნებს. ამ პროცესში მეგობრების ხარისხში ვმონაწილეობთ, რითაც შეგვიძლია დახმარება”, - განაცხადა ო’ბრაიენმა.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას შორის მყარი მშვიდობის დამყარება შესაძლებელია.

“30-ზე მეტი წლის კონფლიქტის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება გრძელი პროცესი იქნება, მაგრამ შემდეგ ის საზოგადოებებს შორის უფრო ღრმა ურთიერთობებში გადაიზრდება. ვფიქრობ, რომ საზღვრის დემარკაციის შესახებ ცოტა ხნის წინანდელი შეთანხმებები ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო”, - განაცხად ო’ბრაიენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვა ვაშინგტონში შეშფოთებას არ იწვევს.

“საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ მედიიდან გავიგეთ, ასე რომ ეს შეთანხმებული ძალისხმევები არ არის. სომხეთი მიისწრაფვის უფრო სტაბილური სახელმწიფო გახდეს. ვფიქრობ, კერძოდ, პარტნიორად, რომელიც რუსეთზე არ არის დამოკიდებული. ვინაიდან, რუსეთის დახმარება ხშირად გარკვეული პირობებითაა და გავლენით, რომელიც, ჩემი აზრით, უარყოფითად აისახება რეგიონის განვითარებაზე”, - განაცხადა ო’ბრაიენმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა