დონალდ ტრამპი - ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს

ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვირჯინიის შტატში საკუთარი ამომრჩევლის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გარე მტრები გვყავს - ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, გარე მტრები, მაგრამ ისინი მტრები არ არიან, თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს. თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გყავს, ისინი მტრები არ არიან! ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია, ჩინეთმა ასობით მილიარდი დოლარი გადაგვიხადა, ისინი პატივს სცემდნენ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოაგვარებს და ამის გაკეთება მას თეთრ სახლში შესვლამდე შეუძლია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება