კურსკის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა

კურსკის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი ავრცელებს.

ალექსეი სმირნოვის განცხადებით, 29 ივნისის ღამეს, სოფელ გოროდიშჩეში მდებარე საცხოვრებელ სახლზე უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი.

„მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახის კიდევ ორი ​​წევრი რილსკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ“, - წერს სმირნოვი „ტელეგრამის“ არხზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება