კახა კალაძე - რუსული კანონი არ არსებობს და არც მიღებულა, ერთადერთი, ვინც რუსულ საქმეს აკეთებდა, სააკაშვილის ხელისუფლება იყო - ქართველები ვინმეს სულელები ხომ არ ვგონივართ? - არგუმენტებია საჭირო, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი

რუსული კანონი ქვეყანაში არ არსებობს და არც მიღებულა. ერთადერთი, ვინც რუსულ საქმეს აკეთებდა, თავისი პოლიტიკური ქმედებებით, ეს სააკაშვილის ხელისუფლება იყო - ქართველები ვინმეს სულელები ხომ არ ვგონივართ? განათლებაც გვაქვს, შესაბამისი აზროვნებაც, ანალიზის გაკეთების შესაძლებლობაც. არგუმენტებია საჭირო, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსულ საქმეს აკეთებდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.

„რუსული კანონი ქვეყანაში არ არსებობს და არც მიღებულა. ერთადერთი, ვინც რუსულ საქმეს აკეთებდა, თავისი პოლიტიკური ქმედებებით, ეს სააკაშვილის ხელისუფლება იყო, თუნდაც გავიხსენოთ, 2008 წელს დაკარგული ტერიტორიები, ეს რუსული საქმე იყო. რაც შეეხება დემონსტრაციებს, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ისე როგორც არასდროს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მანიფესტაციებით. მთავარია ეს კანონის ფარგლებში იყოს. როგორც კი ქმედებები კანონის ჩარჩოებს გასცდება, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იქნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის შეფასებით, ქვეყნები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდნენ და რომლებიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან, არგუმენტი არ დაუსახელებიათ, თუ რატომ ეწინააღმდეგება ე.წ. აგენტების კანონი ევროპულ ღირებულებებს.

„უბრალოდ ამდენი დროის განმავლობაში ვითხოვთ წარმოგვიდგინონ არგუმენტი, თუ რატომ არის ეს კანონი ცუდი, რატომ იზღუდება არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. შენ თუ კეთილ საქმეს აკეთებ და გულში ბოროტი ზრახვები არ გაქვს, რომ რაღაც დამალული ფინანსური მაქინაციებით ქვეყანაში არეულობა და რევოლუციები მოაწყო, დააფინანსო ექსტრემისტული ორგანიზაციები, თუ ეს არ გაქვს გეგმაში, მაშინ რა პრობლემაა დეკლარაციის წარმოდგენა? ჩვენ, მთავრობის წევრები, თანამდებობის პირები, ყველა ვავსებთ დეკლარაციას და რატომ არ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ, რომლებიც 20 %-ით უცხოეთიდან ფინანსდებიან, დეკლარაცია წარმოადგინონ, საიდან მიიღეს ეს თანხები და რა პროექტებში დაიხარჯა?!

მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციებს და ექსტრემისტულ მოძრაობებს აფინანსებენ მოუწევთ ამის გასაჯაროება და აღმოჩნდებიან ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში. ვერ მივიღეთ არგუმენტი, თუ რატომაა პრობლემური კანონი და რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა ევროპას, ევროპულ მომავალს და ევროპულ ღირებულებებს.

მეგობრობა გამოიხატება იმაში, რომ თუ მე რაიმე არასწორს ვაკეთებ, შენ მითითება მომცე, კონკრეტული არგუმენტებით, თუ რატომ არის ჩემი გადადგმული ნაბიჯი არასწორი.

გამჭვირვალობა როგორ შეიძლება რუსული იყოს, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია და ქართველები ვინმეს სულელები ხომ არ ვგონივართ? - განათლებაც გვაქვს, შესაბამისი აზროვნებაც, ანალიზის გაკეთების შესაძლებლობაც. არგუმენტებია საჭირო, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება