კახა კალაძე - ჩვენ გვინდა მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

ჩვენ გვინდა მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანგარიშის შეფასებისა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, კეთილდღეობა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს.

„პოლიტიკა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და მაჩვენებლები, რაც გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის. ჩვენ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად მეტად გაძლიერდეს და კეთილდღეობა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის პერსპექტივასაც გაუსვა ხაზი.

„ამერიკა არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ეს ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. ჩვენ გვინდა მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. საქართველო მზად არის, ამისთვის ყველაფერი გააკეთოს“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება