ირაკლი ქარქაშაძე - EURO2024-ის  მერვედფინალზე გამგზავრების საშუალება დამატებით 1200-მდე მეტ ქომაგს მიეცა

EURO 2024-ის ეროვნული ნაკრების მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ საქართველოდან გერმანიის მიმართულებით მთავრობის მიერ სუბსიდირებული რეისით, ქომაგების პირველი ნაკადი ჩაფრინდა. სპეციალურმა ჩარტერულმა რეისმა კიოლნში 219 ქომაგი ჩაიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, 7 ჩარტერი დაინიშნა. კიოლნიდან დასაბრუნებელი ბილეთების ყიდვა tkt.ge-ს პლატფორმაზეა შესაძლებელი. თბილისიდან გასაფრენი ბილეთები კი უკვე სრულად ამოიწურა. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულებაა EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება EUR 390-ს შეადგენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

,,უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ის უდიდესი გამარჯვება, რაც ჩვენმა ნაკრებმა მოიპოვა და წარმატება ვუსურვო ესპანეთთან მერვედფინალურ თამაშში. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჯგუფური ეტაპის პერიოდში 30-მდე ჩარტერი დააორგანიზა და საშუალება მისცა 6000 მდე გულშემატკივარს ჩვენი ნაკრების თამაშებს დასწრებოდა, მიეღო საოცარი ემოცია და ერთად გვეზეიმა გამარჯვება. ფლეი ოფზე კი 7 ჩარტერის დანიშვნა მოხერხდა. რამაც მერვედფინალურ მატჩზე გამგზავრების საშუალება დამატებით 1200-მდე მგზავრს მისცა. მნიშვნელოვანია, რომ ჩარტერულ რეისებს ასრულებენ ქართული ავიაკომპანიები,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.

„ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პორტალზე TKT.GE. საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00

29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00

30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30

1 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 08:20

1 ივლისი კიოლნი -თბილისი, გაფრენა 20:00

2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 15:00

2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 08:10

გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო