29-30 ივნისს წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ იმართება

29-30 ივნისს წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ იმართება.

ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში 29-30 ივნისს წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებებია იმართება - დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან.

ფესტივალის ოფიციალური გახსნის ღონისძიება დღეს შედგა.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის სპეციალური ჯილდოს „ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ გადაცემა იქნება. დაჯილდოების ცერემონიალი 29 ივნისს 21:00 საათზე გაიმართება.

„ფესტივალის სტუმრები ორი დღის განმავლობაში ლიტერატურული პროგრამის მონაწილეებს შორის შეხვდებიან დათო ტურაშვილს, ბესო ხვედელიძეს, თეონა დოლენჯაშვილს, ლევან ბერძენიშვილს, ბექა ქურხულს, რატი ამაღლობელს, ბესო სოლომანაშვილს, დავით ქართველიშვილს, მამუკა ხაზარაძეს, გაგა ნახუცრიშვილს, ელზა გურგენიძეს, გიორგი დუნდუას, ტორესა მოსის, ნიკა ლაშხს, ნანა აკობიძეს, იაკი კიბეს, გიორგი შონიას, რუსუდან რუხაძეს, მიხეილ ციხელაშვილს, ნატალია ტროხიმს, ელის დოჯსონს, ნატალი დარასელიას, გიორგი არქანიას, ნიკა ჩერქეზიშვილს და ლაშა მარგიანს.

ფესტივალის საგამომცემლო პროგრამაში 15-მდე ქართული გამომცემლობა იღებს მონაწილეობას, რომელიც ყველა ასაკის მკითხველს ჟანრობრივად მრავალფეროვან უახლეს გამოცემებს წარუდგენს.

ფესტივალი ხორციელდება „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერით და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს